საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია IndiGo შემოდის
ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.
ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.