რატი გაბუნია სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აშშ-ში აგრძელებს

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული რატი გაბუნია სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას აშშ-ში აგრძელებს New Mexico State University-ში, Communication Studies Department-ში.

სწავლის პარალელურად, Graduate Teaching Assistant-ი გახდა და სტიპენდია და ნაწილობრივი დაფინანსებაც მიიღო. ამავე პროგრამის ფარგლებში, რატიმ New Mexico State University-ს პირველკურსელებისთვის ლექციაც წაიკითხა Leadership-ზე.

რატის ძირითადი ინტერესი მარკეტინგი და სტრატეგიული კომუნიკაციაა, ამიტომაც გადაწყვიტა სამაგისტრო საფეხურზეც ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები