ვილნიუსში ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული ანსამბლის “ამერ-იმერი” კონცერტი გაიმართა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, 26 მაისს, ქ. ვილნიუსში არსებულ თბილისის სახელობის სკვერში, ფოლკლორულ – ეთნოგრაფიული ანსამბლის “ამერ-იმერი” კონცერტი გაიმართა.

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერებსა და ცეკვებს, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.

“დიდი მადლობა ანსამბლს ამერ-იმერი • Amer-Imeri, ლიეტუვაში ჩვენს დიასპორას და ყველა სტუმარს, დამოუკიდებლობის დღის სიხარულის გაზიარებისთვის”, – ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები