საქართველოს ბაზარზე თურქულ-გერმანული ავიაკომპანია SUNEXPRESS-ი შემოვიდა
საქართველოს ბაზარზე ოპერირება თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ანტალიიდან ბოინგ 737-800-ით პირველი რეგულარული რეისი გუშინ გამთენიისას შეასრულა და 135 მგზავრი ჩამოიყვანა.
2 წლიანი მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.
Sun Express თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთდროულად თურქეთის სამი ქალაქიდან: დედაქალაქ ანკარიდან, ანტალიიდან და იზმირიდან კვირაში 5 სიხშირით იფრენს.