მენფში ქართველი და იტალიელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა გაიხსნა
საქართველოს გენერალური საკონსულოს და სიცილიაზე, საქართველოს საპატიო კონსულის ორგანიზებით, სიცილიის ქ. მენფში გაიხსნა ქართველი და იტალიელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა, რომელიც გაგრძელდება სიცილიის კუნძულ პანარეაზე და დასრულდება ქ. პალერმოში.
ეს გამოფენა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ხელოვანთა ურთიერთკავშირების გაძლიერებას, რაც გათვალისწინებულია საქართველოსა და იტალიას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმების 2023~2027 წლების ახალ სამოქმედო პროგრამაში.