“ერთი კიდევ დამადგმევინა სამშობლოს მიწაზე ფეხი და მერე რაც იქნებოდა, აღარ ვიდარდებდი“ – უკანასკნელი შეფიცული, ალექსანდრე სულხანიშვილი 

ალექსანდრე სულხანიშვილი უკანასკნელი შეფიცულთაგანი იყო, რომელსაც ფიცის აღსრულების თანახმად, შეფიცულთა დროშა(რომელსაც ქაქუცას დროს ეძახდნენ) ემიგრაციიდან სამშობლოში უნდა დაებრუნებინა. რაკი რუსულ ოკუპაციასთან მებრძოლი ადამიანების სანუკვარი ოცნება ოცნებად დარჩა და ბევრი მათგანი ამ ნატვრას ფიზიკურად შეეწირა, მათი ერთობის და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა ნაომარი დროშა, რომელიც ალექსანდრე სულხანიშვილს დარჩა.

90 წელს გადაცილებული ალექსანდრე სულხანიშვილი, 66-წლიანი დევნილობის შემდეგ, 1990 წელს დაბრუნდა სამშობლოში. გულაჩუყებული ისე ქვითინებდა ძალიან ცოტა ხანს გაუძლო გულმა და მხოლოდ ერთი ოცნებით გაჰქონდა დღეები – საკუთარ სახლში ,კახეთში – სოფელ აწყურში სურდა სიცოცხლის უკანასკნელი დღეების გატარება. მთავარი დარდი ბრძოლაგამოვლილი და საფრანგეთის ემიგრაციაში სამშობლოში დაბრუნების ნატვრით გაჯერებული დროშის მემკვიდრისთვის გადაცემა იყო. დიღომში ცხოვრობდა ,სახლში არავის უშვებდა…  ისურვა მხოლოდ ზვიადთან და მის ოჯახთან შეხვედრა. ცრემლიანმა ხელი გამოართვა ზვიადს და უთხრა – მხოლოდ შენ ხარ ღირსი უპატრონო ამ დროშასო… რამდენიმე დღეში გარდაიცვალა… ზვიადმა დაკრძალა ,მისსავე საოცნებო კახეთის მშობლიურ სოფელში. ის დიდებული დროშა კოლხურ კოშკში იყო ხატივით დაბრძანებული. ამ ფოტოზეც უკანასკნელ გზაზე გაცილებისას სწორედ ის დროშა აფენია მკერდზე.

შეუძლებელია,  ქართველმა ადამიანმა გულგრილად წაიკითხოს ალექსანდრე სულხანიშვილის მიერ ემიგრაციაში ნათქვამი სასოწარკვეთილი სიტყვები: „ნუთუ არავის გავახსენდები, რომ სამშობლოში დაბრუნებაში დამხმარებოდა! ოჰ, ერთი კიდევ დამადგმევინა სამშობლოს მიწაზე ფეხი, ერთხელ კიდევ ჩამასუნთქა კახეთის ჰაერი და მერე რაც იქნებოდა, აღარ ვიდარდებდი.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები