კომაროველების მორიგი წარმატება

სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლეებმა ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადაში (BMO 2023), რომელიც ანტალიაში გაიმართა, 4 მედალი და 1 საპატიო სიგელი მოიპოვეს.

დავით კლდიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ოლიმპიადის რეიტინგული სიის მიხედვით მეორე ადგილი დაიკავა.

ალექსანდრე კორკოტაშვილი, თამარ ფეიქრიშვილი და მირზა შანიძე ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ.

გურამ მაჭარაშვილმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.

საქართველომ გუნდურად ოლიმპიადაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

გუნდის ლიდერი – ლუკა მაჭარაშვილი, თანალიდერი – ლაშა ფერაძე.

ბალკანეთის მათემატიკის ოლიმპიადა საერთაშორისო კონკურსია, რომელშიც ევროპის სახელმწიფოები მონაწილეობენ. წელს ოლიმპიადაში 22 ქვეყნის 23 გუნდი (128 მოსწავლე) მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები