ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა

 20-21 მაისს, ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი ჩატარდა.

უენოს პარკში გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო იაპონიაში არსებული ქართული ცეკვის ჯგუფ “საფირონების” საკონცერტო პროგრამა, ქართული კერძების სტენდები, ქართული ღვინო, თაფლი, წიგნები, ნაბეღლავი, ხისგან დამზადებული წიგნის დამჭერი აქსესუარები და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების პოპულარიზაციის სტენდი.

გარდა ამისა, ფესტივალში იაპონიაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმაც მიიღეს მონაწილეობა და წარადგინეს ქართული ცეკვის ნომრები, ქართული დამწერლობის ვორქშოფი და ტრადიციული სამოსი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები