საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრები, სლოვაკეთში საერთაშორისო შეჯიბრებაზე გაემგზავრა
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრები, სლოვაკეთში საერთაშორისო შეჯიბრებაზე გაემგზავრა.
აღნიშნულ რეგატაზე 20-მდე ქვეყნის 400-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ჩვენი გუნდი ასპარეზზე 8 სპორტსმენით წარდგება.
გუნდს ხელმძღვანელობს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ხატიაშვილი.
მწვრთნელებს შორის არიან, საქართველოს კანოეს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მურმან მალანია და საქართველოს კაიაკის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სერგეი ემელიანოვი.