ფილმი “ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალ „დოკს ბარსელონას“ საკონკურსო სექციაში მონაწილეობს

მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ფილმი “ჯადოსნური მთა” საერთაშორისო კინოფესტივალ „დოკს ბარსელონას“ საკონკურსო სექციაში მონაწილეობს. ფილმის პირველი ჩვენება 21 მაისს შედგა, მეორე კი 25 მაისსაა დაგეგმილი. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ფილმი მარიამ ჭაჭიას მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს აბასთუმნის ტუბერკულოზის დისპანსერში და, ამავე დროს, წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოში ტუბერკულოზის უკანასკნელი დისპანსერის ცხოვრებას ასახავს.

„ჯადოსნური მთა“ შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმის მსოფლიო პრემიერა ახლახან გაიმართა მიუნხენში, კინოფესტივალზე – Dok.fest.Munich.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები