თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ვირჯინია ვულფის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

26 მაისს, 18:30 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე ვირჯინია ვულფის წიგნის “საკუთარი ოთახი” პრეზენტაცია გაიმართება.

მონაწილეები: ლელა სამნიაშვილი, ხათუნა ცხადაძე.

ვულფის “საკუთარი ოთახი” ქალთა უფლებების დასაცავად მიძღვნილი ესეია. რატომ არ ქმნიან ქალები დიდ ლიტერატურას, რატომ არ ჰყავს მსოფლიოს ქალი მოაზროვნეები? ამ კითხვაზე ბრიტანელ მწერალს საკუთარი ახსნა აქვს.

ვირჯინია ვულფის “საკუთარი ოთახი” პირველად 1929 წლის 24 ოქტომბერს გამოქვეყნდა. მას საფუძვლად დაედო ლექციათა ციკლი, რომელიც ვულფმა 1928 წლის ოქტომბერში კემბრიჯის უნივერსიტეტის ქალთა ორ კოლეჯში – ნიუნჰემსა და გერტონში წაიკითხა. იმის მიუხედავად, რომ ესეში თხრობა მხატვრულია, იკვლევს ქალებს როგორც მწერლებსა და ლიტერატურულ პერსონაჟებს და თავდაპირველი ხელნაწერი სათაურით “ქალები და ლიტერატურა” გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები