ახალგაზრდულ ევროპის თასზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს

20-21 მაისს, ესპანეთში ახალგაზრდული ევროპის თასი გაიმართა, სადაც  საქართველოს ნაკრების 17-მა სპორტსმენმა იასპარეზა.

ახალგაზრდებს შორის გამართული ევროპის თასის გამარჯვებული გიორგი ტერაშვილი (-73კგ)  გახდა.

თენგო ზირაქაშვილმა (-66კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს კაკო ჩაფურიშვილი (-60კგ) და ლუკა ჯავახიშვილი (-81კგ) დაეუფლნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები