ემიგრაციაში მცხოვრებ პოლიტიკოსს, მეცნიერსა და იურისტს, მიხეილ მუსხელიშვილს (მიშელ მუსხელი) ბრწყინვალების ორდენი მიენიჭა

საფრანგეთში, ემიგრაციაში მცხოვრებ პოლიტიკოსს, მეცნიერსა და იურისტს, მიხეილ მუსხელიშვილს (მიშელ მუსხელი) (1903-1964) საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მიანიჭა (სიკვდილის შემდეგ).

მიხეილ მუსხელიშვილის შთამომავალმა, ვახტანგ მუსხელიშვილმა ჯილდო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. უახლოეს მომავალში ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმში მიხეილ მუსხელიშვილის კუთხე მოეწყობა.

მიხეილ მუსხელიშვილმა განათლება გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონისა და პარიზის უნივერსიტეტებში მიიღო. ის დასავლეთ ევროპაში ემიგრაციაში 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ წავიდა. ცნობილი მეცნიერი წლების განმავლობაში მსოფლიოს არაერთ უნივერსიტეტში ეწეოდა პედაგოგიკურ საქმიანობას.

ალპინიზმით გატაცებული მეცნიერი ტრაგიკულად დაიღუპა 1964 წელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები