30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

“თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი” დიდი ქართველი პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე(ლექსო) თორაძისა და მისი მამის, გენიალური კომპოზიტორის, დავით თორაძის შემოქმედების უკვდავსაყოფად შეიქმნა.

“თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ ყოველწლიურად, საქართველოში ჩატარდება. წელს კი პირველად, 30 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით, გაიმართება და შთამბეჭდავი კლასიკური თუ ფოლკლორული კონცერტების გარდა, საინტერესო ლექციებისა და მასტერკლასების მასპინძელიც იქნება, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარებენ. საგულისხმოა, რომ ფესტივალის ფარგლებში, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის სტიპენდიები დაწესდება.

ფესტივალი 30 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიხსნება, 7 ივნისს კი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში საზეიმოდ დაიხურება.

ბრწყინვალე კლასიკური და ფოლკლორული კონცერტების გარდა, ფესტივალის განმავლობაში, შეძლებთ მოისმინოთ საინტერესო ლექციები და მასტერკლასები, რომლებსაც მსოფლიოს წამყვანი მუსიკოსები ჩაატარებენ.

“თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის” მიზანია მსოფლიოში ქართული მუსიკისა და კულტურის პოპულარიზაცია. ასევე, ახალი თაობის ქართველი მუსიკოსების გამოვლენა და მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები