გიორგი ვარსიმაშვილის დოკუმენტური ფილმის მსოფლიო პრემიერა შეფილდის კინოფესტივალზე გაიმართება

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, გიორგი ვარსიმაშვილის დოკუმენტური ფილმის – „სასტუმრო მეტალურგი“ მსოფლიო პრემიერა შეფილდის კინოფესტივალზე გაიმართება. ფესტივალის მთავარ კონკურსში სულ 9 ფილმია წარმოდგენილი.

გიორგი ვარსიმაშვილის ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილ რამდენიმე ოჯახზე, რომელიც მიტოვებულ სანატორიუმში ცხოვრობს. ფილმი შექმნილია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და იგი საქართველო-საფრანგეთის კოპროდუქციაა.

შეფილდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალი 14-19 ივნისს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები