ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპის გათამაშებაში მონაწილეობენ

ნიქოზიაში  სტარტი აიღო  და 28 მაისამდე გასტანს ფიდეს გრან-პრის მეოთხე ეტაპის გათამაშება ქალთა შორის.

ასპარეზობაზე, ორი ქართველი მოჭადრაკე ითამაშებს: ნანა ძაგნიძე და ბელა ხოტენაშვილი.

ფიდეს ქალთა გრან- პრის სერიაში სულ 17 მონაწილეა და სავალდებულოა ოთხი ეტაპიდან სამის თამაში.

სამი ტურნირის ჯამში ნაჩვენები შედეგით გამოვლინდება გამარჯვებულები. პირველ ადგილზე – 160 ქულაა განკუთვნილი, მეორეზე -130, მესამეზე – 110 და ა.შ.

თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 ათასი ევროს შეადგენს სადაც გამარჯვებულის წილად – 15 ათასი მოდის.

ძაგნიძემ პირველი ეტაპი გამოტოვა, მეორეში მესამე ადგილი დაიკავა და 160 ქულით საერთო ჩათვლაში ჯერჯერობით მეშვიდე ადგილზეა.

ტურნირზე ქართველი მოჭადრაკეების გარდა მონაწილეობენ:

ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია), ტან ჩჟუნი (ჩინეთი), ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი), ბიბისარა ასუბაევა(ყაზახეთი), გუნაი მამედზადე (აზერბაიჯანი), დიანა ვაგნერი (გერმანია),ოლივია კიობასა (პოლონეთი), ალექსანდრა გორიაჩკინა, ეკატერინა ლაგნო,პოლინა შუვალოვა (სამივე ფიდე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები