ქართველები მოზარდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები არიან
ალბანეთის დურესში სტარტი აიღო ევროპის სასკოლო ჩემპიონატმა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 9 ტურად იმართება.
ქართველები მოზარდები მონაწილეობენ შემდეგ ასაკობრივ კატეგორიებში: U07; U09; U11; U13; U15; U17 და ჩემპიონატის უპირობო ფავორიტები არიან.
15 წლამდე გოგონებში რეიტინგ-სიის ლიდერია, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული, ანასტასია კირთაძე.
13 წლამდე გოგონებში, რეიტინგ-სიას, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, კესარია მგელაძე ლიდერობს.
11 წლამდე გოგონებშიც პირველ ნომრადაა განთესილი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ანასტასია ჭიჭინაძე.
15 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის სასტარტო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და ჩემპიონატის ფავორიტია, მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუკა კილაძე.
11 წლამდე ჭაბუკებშიც ქართველი მონაწილეები არიან ფავორიტები: გაბრიელ გაბადაძე – სასტარტო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი და მეოთხე ნომერი – დავით თათვიძე.
აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ყველა ქართველმა ფავორიტმა გამარჯვებით დაასრულა შეხვედრა. ხოლო სოფია ლიმარი და გიორგი ნემსიწვერიძე, სამიდან სამი გამარჯვებით ლიდერობენ ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე 7 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის. მარიამ რეხვიაშვილი ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. სამიდან სამივე პარტია მოიგეს და სასკოლო ევროპირველობის ლიდერები არიან 11 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის: ანასტასია ჭიჭინაძე და დავით თათვიძე.