ეროვნულ ბიბლიოთეკას “ომისა და მშვიდობის ცენტრის” დირექტორი, ტრევის მორისი და სტუდენტები ეწვივნენ

15 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკას ნორვიჩის უნივერსიტეტის, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი და უძველესი სამხედრო კოლეჯის “ომისა და მშვიდობის ცენტრის” დირექტორი, ტრევის მორისი და სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე და ანგლოამერიკული სამკითხველო დარბაზის კურატორი, მაია სიმონიშვილი შეხვდნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, საუბარი ეხებოდა ქართულ კულტურას, ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობასა და რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობებს. სტუმრებს სახსოვრად გადაეცათ ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემები და კოლექციის მიხედვით შექმნილი,  ქართული სიმღერების ჩანაწერები.

„აღსანიშნავია, რომ ნორვიჩის უნივერსიტეტმა საქართველოთი დაინტერესება მას შემდეგ გამოთქვა, რაც ამავე უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ლიზა ჭალიძემ მეუღლის, საბჭოთა კავშირში პირველი უფლებადამცველისა და ცნობილი დისიდენტის, ვალერი ჭალიძის პირადი არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა“, – ნათქვამია ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები