“მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ – გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი)
ეთერ თათარაიძე – “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ (გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი)
“მამაჩემი იყო ტანჯული და ეხლა მენა ვარ ესეთი. მე და მამამ ხო წუთისოფლისა ვერაფერი გავიგეთ… თავის დედის სახელი დამარქვა – გულქანი. სიკვდილის წუთებში ეთქო, გულქანი დამრჩა შუა გზაზედაო. ხუთ შვილში მარტო მენღა ვარ დამრჩალი ბუვივითა. ხუთმეტის ვიყავ, მამა რო დამეღუპა… მოხრილი ვარ, ძლივ დავცოცავ. ვერაფერი ვერ ვიცი წუთისოფლისა. ხალხი აქამდე მაშინებდა, ეხლა მივეჩვიე… დღე-ღამეს ასწორებდა მამაი, მე ჭრაქს უზიდავდი საქონიდან, ღამე იმას უნთებდი და ისა სწერდა. რო დასწერდა, მკითხავდა, მოგწონსო? ალბათ მცდიდა, როგორ ესმისო. კარგია, მამაო, რო ვეტყოდი, სახესა ნათელი გადაუვლიდა…
ძროხებში დავბერდი, საქმეში დავბერდი, ეხლაც ვერ გამაშვებინებენ საჩეჩელ-საქსოვ-სასთავსა, მამაიც ეგეთი იყო, სუ შრომა!
-შვილო, არ მომიტანე ჭრაქიო? ნავთი არა გვქონდა… ალბათა მცდიდა, განა მესმოდა, მაგრამა, მამა რო მიყვარდა, ვეტყოდი: კარგია, მამაო, კარგიო…
-ყოჩაღ, ჩემო ქალო, ყოჩაღო!.. ბეჩავი მამაი!“
საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა