პროექტი „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“

საქართველოს ელჩმა, თეიმურაზ ლეჟავამ პროექტის „ღვინის დიპლომატია – 47 გაუმარჯოს“ ფარგლებში მორიგი შეხვედრა გამართა და ქართული ღვინო გუნმას პრეფექტურის გუბერნატორს, იჩიტა იამამოტოს და ტოკიოს პრეფექტურის გუბერნატორს, იურიკო კოიკეს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტი  იაპონიის 47 პრეფექტურისათვის საგანგებოდ შერჩეული 47 სხვადასხვა ქართული ყურძნის ჯიშისგან დამზადებული ღვინის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს და მიზნად ჩვენი ქვეყნის ღვინის კულტურის იაპონიის მასშტაბით პოპულარიზებას ისახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები