ნიჩბოსნების მორიგი წარმატება
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჩვენი ეროვნული ნაკრები გუნდი იმყოფება უნგრეთში, მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე. სადაც დასრულდა ნახევარფინალური გაცურვა. ფედერაციის პრეზიდენტმა ზაზა ნადირაძემ დაიკავა პირველი ადგილი და გადავიდა ფინალში. ასევე აღნიშნულ დისტანციაზე ასპარეზობდა გია გაბედავა რომელმაც დაიკავა მე-8 ადგილი და გადავიდა ბ-ფინალში.
ბადრი ყაველაშვილმაც შეძლო და გადავიდა მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ გაცურვაში, რომელიც დღეს, 13:20 საათზე გაიმართება.