მთარგმნელობითი სემინარი ქართულიდან ესპანურ ენაზე მთარგმნელთათვის

2023 წლის 12-15 ივლისს, მწერალთა სახლში მთარგმნელობითი სემინარი გაიმართება.

მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც ქართულიდან ესპანურად თარგმნიან.

სემინარის მონაწილეებს 4 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ, ერთობლივად განიხილონ სათარგმნად შერჩეული ტექსტები. სემინარზე მთარგმნელები გაარჩევენ კონკრეტულ პრობლემურ ამონარიდებს ორიგინალი ტექსტებიდან და სემინარის ხელმძღვანელთან და თანახელმძღვანელთან ერთად, თარგმანთან დაკავშირებულ სხვადასხვა ვერსიას განიხილავენ. ასევე ისაუბრებენ იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც ზოგადად მხატვრული თარგმანის შესრულებისას იჩენს ხოლმე თავს. მთარგმნელთა ჯგუფი იმუშავებს როგორც ერთად, ასევე ცალ-ცალკე.

სემინარის ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი: Valerie Miles, ლანა კალანდია.

სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6 მთარგმნელს. მთარგმნელებს შეუძლიათ, სათარგმნი ტექსტი თავად შეარჩიონ, თუმცა სასურველია უპირატესობა მიენიჭოს ისეთ ტექსტებს, რომლებიც ჯერ არ თარგმნილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები