რომის ქართული სამრევლოს ტაძარში სერენა ფაჩის წიგნის “გალობა” პრეზენტაცია გაიმართა

რომის მეორე უნივერსიტეტის პროფესორმა და ეთნომუსიკოლოგმა სერენა ფაჩიმ რომის ქართული სამრევლოს ტაძარში 5 წლიანი სიარულის, საგალობლების შესწავლის, დაკვირვების, ვიდეო-აუდიო მასალის გადაღება – ჩაწერის და კატალოგიზაციის შემდეგ დაწერა წიგნი “გალობა”.

წიგნის პრეზენტაცია რომის ქართული სამრევლოს ტაძარში გასულ კვირას გაიმართა.

წიგნის გამოცემის პარალელურად ანსამბლმა “Le Vie Dei Canti” ქართული რეპერტუარი მოამზადა.

ანსამბლი  “Le Vie Dei Canti” 2018 წელს შეიქმნა. მასში მღერიან იტალიელები და ქართველები,  უნივერსიტეტის პროფესორები და მათი სტუდენტები, ასევე სხვა პროფესიის ქალბატონები.

„წიგნის გამოცემის პარალელურად მოვამზადეთ ქართული რეპერტუარი. ასე ვაცნობთ და ვაყვარებთ ჩვენს პატარა საქართველოს იტალიელებს😊🥰

დიდი მადლობას ვუხდი სერენას მის მიერ გაწეული შრომის და საქართველოს და ქართული სიმღერისადმი ასეთი დაინტერესების და სიყვარულისთვის!

მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის წევრებს რომლებმაც ძალიან კარგად ისწავლეს არა მარტო ქართული არამედ მეგრული და სვანური სიმღერებიც,😊🥰❤

ბედნიერებაა ემსახურო შენს ქვეყანას და ხალხს!  და მადლობელი ვარ ღმერთის ამ ყველაფრის გამო…“, განაცხადა ანსამბლის ხელმძღვანელმა ეკა კაჭარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები