პოლონეთში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ კვლევის ცენტრის და პოლონეთში ქართული დიასპორისა და სამრევლოს ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დეკანოზმა დავით კონჯარიამ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ქართულმა დიასპორამ პოლონელ მეგობრებთან ერთად პატივი მიაგო და ყვავილებით შეამკო ვარშავის აჯანყების მუზეუმის – პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრებისადმი მიძღვნილი მემორიალი, ასევე, პოვონზკის სამხედრო და  მართლმადიდებლურ სასაფლაოებზე არსებული გმირების საფლავები.

ღონისძიების ფარგლებში საზოგადოებას მიმართა საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა. მან ისაუბრა პოლონურ-ქართული ურთიერთობების ისტორიაზე, მეგობრობაზე, საერთო გამოწვევებსა და რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები