თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის იმიტირებულ სასამართლო პროცესში ვაშინგტონში მიიღო მონაწილეობა
თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდმა Philip C. Jessup-ის იმიტირებულ სასამართლო პროცესში ვაშინგტონში (აშშ) მიიღო მონაწილეობა.
თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ ნიცა სირაძე, გიორგი ლელუაშვილი, მარიამ გეწაძე, რატი აბუსერიძე და თამარ კიკნაძე. სტუდენტების მენტორები იყვნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორები დავით კაპანაძე და თამარ თომაშვილი.
ვაშინგტონში გამართულ პროცესებზე თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის გუნდი შეხვდა შემდეგ გუნდებს: Georgetown University (აშშ), JSW School of Law (ბუტანი), Sciences Po, Campus Europe – Asie au Havre (საფრანგეთი), University of International Business and Economics (ჩინეთი).
Jessup-ის იმიტირებული სასამართლო პროცესი მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური იმიტირებული პროცესია, რომელშიც 700-მდე სამართლის სკოლა მონაწილეობს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. თავისუფალმა უნივერსიტეტმა ვაშინგტონში გამართულ ეტაპზე, White&Case-ის რაუნდებში მონაწილეობის უფლება ეროვნულ შეჯიბრში გამარჯვების შედეგად მიიღო.