გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. წარმატებას გიორგი სარდალაშვილმა მიაღწია.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სარდალაშვილმა ზამბიელ და ავსტრიელ მოწინააღმდეგეებს მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში დამარცხდა მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან, ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან და რეპეშაჟში გააგრძელა ბრძოლა. სარდალაშვილმა ჯერ ყაზახ ნურკანატ სერიკბაიევს მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში კი დაამარცხა ბელგიელი იორნე ფერსტაპენი და კარიერის საუკეთესო შედეგს მიაღწია.

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის II დღეს ტატამზე ვაჟა მარგველაშვილს ვიხილავთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები