2023 წლის 4 მაისი იქცა ისტორიულ დღედ ქართული ემიგრაციისთვის – კუნძულ ტექსელზე ქართველი მეომრების მემორიალი გაიხსნა

„ჩემი მრავალწლიანი ოცნება ახდა. ახლა, როდესაც იქ, ქართველი გმირების სასაფლაოზე ჩავალთ, საქართველოს ულამაზესი დროშით შემკული მემორიალი დაგვხვდება“ – წერს თიკა სვანიძე-ვენკო სოციალურ ქსელში და ყველასთვის საინტერესო და კარგ ინფორმაციას ავრცელებს. გთავაზობთ ამ პოსტს უცვლელად.

„ამის შესახებ ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ❗️❗️❗️

ჩემო ძვირფასებო, დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩემთვის და ასე მგონია, მთლიანად საქართველოსთვის❗️❗️❗️

და მინდა, ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ ❤ მთელი ევროპული პრესა აჭრელებულია ამ ამბით!

როგორც იქნა, დაფასდა ჩვენი რამდენიმე წლიანი შრომა და 2023 წლის 4 მაისი იქცა ისტორიულ დღედ ქართული ემიგრაციისთვის.

სწორედ დღეს გაიმართა ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე ქართველი მეომრების მემორიალის გახსნის ცერემონია!

ამით ჩემი მრავალწლიანი ოცნება ახდა. ახლა, როდესაც იქ, ქართველი გმირების სასაფლაოზე ჩავალთ, საქართველოს ულამაზესი დროშით შემკული მემორიალი დაგვხვდება ❤

დაფაზე ყველა დაღუპული ჯარისკაცის სახელი ამოვტვიფრეთ! მათი ვინაობის დადგენა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. დიდი მადლობა ადამიანებს, ვინც ამ საშვილიშვილო პროექტში მონაწილეობდნენ. განსაკუთრებით გამოვარჩევ ისტორიკოს სულხან ამირანაშვილის და მოქანდაკე დავით (დევი) ხმალაძის ღვაწლს! ❤

სწორედ ტექსელზე შედგა მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლა და ეს ბევრისთვის ჯერ კიდე უცნობი ფაქტია. მაშინ, როდესაც ბრიტანეთსა თუ საბჭოთა კავშირში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას ზეიმობდნენ, ნიდერლალდებში, ამსტერდამიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის მოშორებით, კუნძულ ტექსელზე ქართველი აჯანყებულები ჰიტლერის მეომრების წინააღმდეგ უშეღავათო და სასტიკ ბრძოლაში იყვნენ ჩართულნი. მტერი მათ რაოდენობრივადაც და შეიარაღებითაც საგრძნობლად აღემატებოდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არავის უფიქრია დანებება. ქართველებმა და ნიდერლანდელებმა, ორმა მოძმე ერმა, საბოლოოდ, ერთად შექმნეს გამარჯვების სევდიანი ისტორია. სევდიანი, რადგან 800-ზე მეტი აჯანყებულიდან მხოლოდ 270-მდე გადარჩა, დანარჩენები კი, ნიდერლანდელ მეგობრებთან ერთად გმირულად დაიღუპნენ ფაშისტების ხელით.

სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დამედგა მემორიალური დაფა, რომელიც უკვდავყოფდა ქართველი მებრძოლების ხსოვნას. ეს ინიციატივა კუნძულის ადგილობრივ თვითმმართველობასაც გავაცანი და მის განსახორციელებლად ფინანსური რესურსიც თავად გავიღე.

გული მიკვდებოდა, რომ სასაფლაო საბჭოთა სიმბოლიკით, ნამგალითა და უროთი იყო გაფორმებული…

არ მინდა, საქართველო, ჩემი პატარა, უძველესი და თვითმყოფადი ქრისტიანული ქვეყანა ასოცირდებოდეს იმ საბჭოთა წარსულთან, რომელიც ძალით მოგვახვიეს თავს…

საბჭოთა კავშირი დაინგრა და ახლა საჭიროა მისი ნანგრევებისგან თანამედროვე სამყაროს გაწმენდა. მეც სწორედ ამას ვცდილობ – გავათავისუფლო ჩემი ქვეყნის ისტორია საბჭოთა სიყალბისა და სიცრუისგან.

საქართველო – ეს თავისუფლების მოპოვების და შენარჩუნების დაუსრულებელი ისტორიაა. ისტორია თავდადების, გმირობისა და თავგანწირვისა.

ალბათ, სწორედ ასე ფიქრობდნენ ისინიც, ტექსელის გმირები…

ახლა ბევრს შეეძლება სიაში, რომელსაც აქაც მალე გამოვაქვეყნებთ, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული წინაპრები იპოვონ ❤

ხსოვნა და უკვდავება ყველა ქართველ გმირ მეომარს!

დიდება საქართველოს!

თხოვნა იქნება – გააზიარეთ პოსტი, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა გაიგოს ჩვენი დაღუპული მეომრების შესახებ 😍❤️”, – წერს თიკა სვანიძე-ვენკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები