ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Centrum Air იწყებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ავიამიმოსვლის სიხშირე გაიზრდება. ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ის შემდეგ, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2019 წელს შემოვიდა, ტაშკენტი – თბილისი – ტაშკენტის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ავიაკომპანია Centrum Air-ი იწყებს.

მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები 13 მაისიდან, კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Centrum Air-ს ფრენის განაცხადი მოთხოვნილ პერიოდზე (2023 წლის აგვისტოს ბოლომდე) დააკმაყოფილა.

ამ ეტაპზე, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის რეგულარულ რეისებს ავიაკომპანია Uzbekistan Airways-ი კვირაში 3 სიხშირით ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები