ახალგაზრდა მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ერევანში მიმდინარე ახალგაზრდა მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის – მედლები მოიპოვეს როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა გუნდის წარმომადგენლებმა.

ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჰქონდათ გორ აივაზიანს (54 კგ) და დემურ ქაჯაიას (67 კგ), რომლებმაც ფინალამდე ყველა მეტოქე დაამარცხეს და შემდეგ ჩემპიონობაც იზეიმეს.

თათია ბუკია (75 კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა.

მესამე ადგილებით საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლები შესძინეს დავით ჯაფარიძემ (51 კგ), ლევან დემუროვმა (57 კგ) და გიორგი ნატროშვილმა (75 კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები