ვარშავაში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
6 მაისს, ვარშავაში, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი, საქართველოს საელჩო პოლონეთში, ქართული დიასპორა პოლონეთში და ქართული სამრევლო პოლონეთში გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 105 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე.
ღონისძიების პროგრამა ასეთი გახლავთ:
- წმინდა მარიამ მაგდალინელის საკათედრო ტაძარი ვარშავაში (7:30 – 10:30) – წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევამოსილი გიორგის, ქართველი ერის მფარველისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა, რომელსაც დეკანოზი დავით კონჯარია და მედავითნე მამუკა გვასალია აღავლენენ.
- ვარშავის მართლმადიდებლური სასაფლაო (მისამართი: ვოლსკის ქუჩა 138/140, ვარშავა (11: 00 – 12:30) – გამოფენის გახსნა: „ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939“, ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევის ცენტრი. ავტორი: დავით ყოლბაია.
პოლონეთში დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსულის (1918-1920 წლებში) სერგო ყურულიშვილის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც აღავლენენ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი: დეკანოზი დავით კონჯარია და მედავითნე მამუკა გვასალია
- პოვონზკის სამხედრო სასაფლაო ვარშავაში პოვონზკის ქუჩა 43/45 (13:00-14:30) – ქართველი გმირების საფლავების ყვავილებით შემკობა: მაიორი კონსტანტინე ტერიაშვილი (1902-1939), ირენა სხირტლაძე (1928-1944), ალექსანდრე გოძიაშვილი (1897-1941), მაიორი შალვა ფურცელაძე (გარდ. 1934), გენერალი იან ყაზბეგი (1860-1943), კაპიტანი ირაკლი ყაზბეგი (1905-1935).
- ვარშავის აჯანყების მუზეუმი (გჟიბოვსკას ქუჩა 79, ვარშავა, 15:00) – პოლონეთის არმიის ქართველი საკონტრაქტო ოფიცრებისადმი მიძღვნილი მემორიალის ყვავილებით შემკობა, 108 ქართველი ოფიცრის გვარების ამოკითხვა, რომლებიც მსახურობდნენ პოლონეთის არმიაში 1921-1939 წლებში
- ღონისძიების დასასრული: (15:30-15:35)