ტოკიოში პირველი ქართული ფესტივალი გაიმართება

იაპონიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საზოგადოებრივ სივრცეში „Ueno Park“ პირველი ქართული ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართული ცეკვები, ჩვენი ქვეყნის სამზარეულო და ღვინო, ეროვნული სამოსი,  საქართველოს შესახებ დაწერილი ანდა ქართულიდან ნათარგმნი წიგნები და სხვ.

ასევე გაიმართება ლექციები ქართული კინემატოგრაფიის ისტორიის შესახებ, ქართული ენისა და ანბანის ვორქშოფები და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები