კონსერვატორიას ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორები და სტუდენტები სტუმრობენ

Erasmus+ ის პროგრამის ფარგლებში კონსერვატორიას ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორები და სტუდენტები სტუმრობენ.

პროფესორები ლეაფ არნე პედერსენი –  ოსლოს ფილარმონიის სოლისტი (კლარნეტი) და ომას ნილსონი, მიმართულების ხელმძღვანელი (დასარტყამი საკრავები) უკვე ატარებენ მასტერკლასებს.

ასევე გაიმართება კონცერტები:

4 მაისს, 19:00 საათზე, კონსერვატორიის მცირე დარბაზში ჩატარდება ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი საკრავების მიმართულების სტუდენტთა სასულე ანსამბლის კონცერტი. დასწრება თავისუფალია.

და 5 მაისს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება თბილისის კონსერვატორიის და ნორვეგიის მუსიკის აკადემიის ჩასაბერი და დასარტყამი მიმართულების სტუდენტთა, სასულე ანსამბლის ერთობლივი კონცერტი. ხელმძღვანელი, დირიჟორი ლეაფ არნე პედერსენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები