ქართველი მოჭადრაკეები გერმანიის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ
საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები: მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი და ლელა ჯავახიშვილი გერმანიის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ. ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქართველი დიდოსტატები ‘SK Schwabisch Hall’ სახელით ასპარეზობდნენ და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მის გამარჯვებაში.