ისტორიაში პირველად – საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით 31:30 გაიმარჯვა.

საქართველოს ნაკრებმა მე-6 ჯგუფში ასპარეზობა 4 ქულით დაასრულა და მესამე ადგილზე გავიდა. ქართველი ხელბურთელები ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვეს.

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს.

ევროპირველობა 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები