“გპირდებით, უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა””

ნუცა ბუზალაძე „American idol-ს“ გამოეთიშა. მომღერალმა Queen-ის ცნობილი ჰიტი The show must go on შეასრულა და ჟიურისგან დადებითი შეფასება მიიღო. მისი მენტორი მომღერალი, ადამ ლამბერტი იყო.

“არ შეიცვალო! შენ ყოველთვის იქნები ნუცა, მუდამ და ყოველთვის… შენ ხარ ვარსკვლავი! რასაც უნდა აკეთებდე, შენ ყველაფერს შეძლებ” – უთხრეს ჟიურის წევრებმა ნუცას.

მომღერლის თქმით, ის თავს ბედნიერად გრძნობს, მან ბავშვობის მთავარი სურვილი აისრულა.

„მეგობრებო, ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. ხომ არ გგონიათ, რომ გულდაწყვეტილი ვარ ამ შედეგებით? არა! ველოდი 😉

ეს იყო ჩემი პირველი მცდელობა ძალები მომესინჯა ამერიკაში და ეს მხოლოდ დასაწყისია!

ძალიან მადლობელი ვარ პროექტის, რომ დაუშვა პრეცედენტი და ჩემი სახით არა ადგილობრივი კონკურსანტი მიიღო, ეს ამერიკის ვარსკვლავის ისტორიაში პირველად მოხდა და ის შედეგი რაც მივიღეთ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით არის გამარჯვება! 🥹🚀♥️ დიდი მადლობა თქვენ – ჩემს გულშემატკივრებს! თქვენი თანადგომა ძალიან მაძლიერებს. ცალკე მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს გულანთებულ ემიგრანტებს – საუკეთესოები ხართ და ძალიან მიყვარხართ!!!! ♥️

დღეს, ვარ ბედნიერი და სავსე ვარ ენერგიით, მოტივაციით, შემართებით რომ შემდეგი ნაბიჯებით გადავიდე კარიერაში. ერთს გპირდებით: უფრო დიდ მასშტაბებზე და უფრო ხშირად გაიგებთ სახელს “ნუცა” ან #nutsfornutsa ს😝♥️

მიყვარხართ🫶🏻“, – წერს ნუცა ბუზალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები