სანდრო ბაზაძე სეულის გრან-პრის ვერცხლის პრიზიორია
ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართული გრან-პრის ვერცხლისმედალოსანია.
ქართველმა სპორტსმენმა ფინალური ორთაბრძოლა სამხრეთ კორეის წარმომადგენელ სანგუკ ოსთან (15:14) დათმო.
სეულში დასრულებული გრან-პრის შემდეგ, FIE (ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაცია)-ს განახლებულ რეიტინგში, სანდრო ბაზაძეს 266 ქულა აქვს და უახლოეს მდევარ, უნგრელ არონ სილაგის 54 ქულით უსწრებს! (მანამდე სხვაობა 23 ქულა იყო).