უნგრეთის საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალი თეატრი ორი სპექტაკლით წარდგა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე X საერთაშორისო თეატრალურ ოლიმპიადაზე თავისუფალმა თეატრმა მთავარ პროგრამაში რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის ორი სპექტაკლი – „რიჩარდ III“ და „ოტელო“ წარადგინა.

„ოლიმპიადის მთავარ პროგრამაში მონაწილეობა თავისთავად უკვე ძალიან პრესტიჟული და ამაღელვებელია, მაგრამ როცა ოლიმპიადის პროგრამაში ჩვენს სპექტაკლებს თანამედროვე მსოფლიო თეატრის ისეთი გრანდების სპექტაკლების  გვერდით ვხედავთ როგორიცაა:  ტადაში სუძუკი, თეო თეროპულოუსი,  კრისტოფერ მარტჰალერი, სილვიო პურკარეტე, დიმიტრი პაპაიოანოუ,  ეუჯენიო ბარბა, იან ფაბრი, რომეო კასტელუჩი, დეკლან დონელანდი, კრისტიან ლუპა, ჰეინერ ჰებელსი, ატილა ვედნიანსკი, ჩვენი მღელვარება ორმაგდება, მით უფრო რომ ჩვენ ვთამაშობთ ორ სპექტაკლს, მაშინ როდესაც მონაწილეების დიდი უმრავლესობა წარმოადგენენ მხოლოდ თითო დასახელების სპექტაკლს“, – ნათქვამია თავისუფალი თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსოფლიო თეატრალური ოლიმპიადა, ისევე როგორც სპორტული ოლიმპიადა, 4 წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

წელს, X ოლიმპიადა იმართება უნგრეთში, სადაც სამი 3 თვის მანძილზე თეატრალური სპექტაკლები უნგრეთის ყველა ქალაქში იქნება ნაჩვენები. ოლიმპიადაზე მოქმედებს მთავარი პროგრამა და ღია პროგრამა. მთავარ პროგრამაში წელს 30 სპექტაკლი იქნება ნაჩვენები, ღია პროგრამაში კი 1500 -ზე მეტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები