ქართული კინოს დღეს ქართული კინოს მარათონი გაიმართება

15 მაისს, ქართული კინოს დღეს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარმოგიდგენთ ქართული კინოს მარათონს.

ქართული კინოს 115 წლიანი მრავალფეროვანი ისტორიიდან მარათონის პროგრამა მაყურებელმა ღია გამოკითხვის მეშვეობით, თავადვე შეარჩია.

წელს მაყურებლის რჩეული ფილმებია:

  • „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში“, რეჟისორი – ვასილ ამაშუკელი;
  • “ჩემი ბებია”, რეჟისორი – კოტე მიქაბერიძე;
  • “ჯიმ შვანთე”, რეჟისორი – მიხეილ კალატოზიშვილი;
  • “ქეთო და კოტე”, რეჟისორი – ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი;
  • “დიდი მწვანე ველი”, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი;
  • “ერთი ნახვით შეყვარება”, რეჟისორი – რეზო ესაძე;
  • “ცისფერი მთები” , რეჟისორი – ელდარ შენგელაია;
  • “უძინართა მზე”, რეჟისორი – თემურ ბაბლუანი;
  • “სამი სახლი”, რეჟისორი – ზაზა ურუშაძე;
  • “რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ” – რეჟისორი – ალექსანდრე კობერიძე.

ფილმების ჩვენებები გაიმართება თბილისში 2 კინოთეატრში და საქართველოს 14 ქალაქში.

აღსანიშნავია, რომ კინომარათონს შემოუერთდნენ საქართველოს საელჩოები ნიდერლანდებში, ავსტრიაში, მალაიზიასა და ნორვეგიაში. შესაბამისად, 15 მაისს ქართული ფილმების ხილვის შესაძლებლობა მაყურებელს აღნიშნულ ქვეყნებშიც ექნება.

კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალი იქნება, ხოლო პროგრამის მონაწილე ყველა ფილმი ინგლისური სუბტიტრებით იქნება წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები