კოლა ქვარიანი – აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო

კოლია ქვარიანი – ლეგენდარული  ფალავანი ქართველი პროფესიონალი მოჭიდავე, მსახიობი და მოჭადრაკე. კოლა ქვარიანს დიდი დამსახურება მიუძღვის 20-იანი წლების ქუთაისში ახალგაზრდა ფალავნების აღზრდისა და დაოსტატების საქმეში. აღზრდილი ჰყავდა არაერთი სახელოვანი ფალავანი, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი ანტონინო როკა, რომელიც შემდეგ იშვილა.

კოლა ქვარიანის ჭიდაობას ყოველთვის უამრავი ხალხი ესწრებოდა. მას აღტაცებაში მოჰყავდა მაყურებელი თავისი ღონით, ილეთების დროულად გამოყენებით და საერთოდ ჭიდაობის ეშხითა და სილამაზით.

ჟურნალ „Chess Review“-ის მიხედვით კოლა ქვარიანი იყო აშშ-ში ერთადერთი პროფესიონალი მოჭიდავე, რომელიც ამავდროულად მოჭადრაკეც იყო.

კოლა ქვარიანი გარდაიცვალა 1980 წლის 17 თებერვალს 77 წლის ასაკში. დაკრძალეს ღარიბთა სასაფლაოზე აშშ-ში. ცნობილი იყო, რომ ქვარიანი ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის საზღვარზე არსებულ საფლავზე იყო დაკრძალული, თუმცა მისი საფლავი 11 წლიანი ძებნის შემდეგ 2007 წელს იპოვეს. აშშ-ში ქართველმა ემიგრანტმა ლეგენდარული მოჭიდავის საფლავს ჯვარი დაადგა და საქართველოდან ჩატანილი ქართული მიწა მოაყარა.

წყარო: ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები