„შენ ხარ ყველაზე მშრომელი ადამიანი, ვინც კი მინახავს ამ შოუში. მოლოცვები უნდა მიიღო“
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 20 საუკეთესო მონაწილეს შორისაა. მორიგ საკონკურსო ტურზე მან ტონი ბრექსტონის სიმღერა, Un-Break My Heart შეასრულა და მაყურებელი და ჟიურის სამივე წევრი აღაფრთოვანა.
„შენ ხარ ყველაზე მშრომელი ადამიანი, ვინც კი მინახავს ამ შოუში. მოლოცვები უნდა მიიღო“ – ასე შეაფასა ნუცა გამოსვლის შემდეგ ლაიონელ რიჩმა.
კეთილი სიტყვები არ კეტი პერიმ და ლუკ ბრაიანმა დაიშურეს. „აღარ ხუმრობ, მსოფლიოს სხვა ნაწილიდან ჩამოხვედი და აქამდე შეძელი მოსვლა, ამდენს მიაღწიე, თავი ამაყად უნდა გეჭიროს, ყველაფერი დაიმსახურე“, – განაცხადა ლუკ ბრაიანმა.
ნუცა ტოპ 20-შია და დღევანდელი ხმის მიცემოთ გადაწყდება ხვალინდელ ლაივზე გავა თუ არა ის ტოპ 12 -ში.