EGMO 2023-ზე საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს
13-19 აპრილს სლოვენიაში ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადა (EGMO 2023) გაიმართა, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობდა.
საქართველოს ნაკრების მოსწავლეებმა 1 ვერცხლის, 1 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებ გუნდს წარმოადგენდნენ კომაროვის სკოლის მოსწავლეები თამარ ფეიქრიშვილი, კესო ჭელიძე, ნინო ჩხაიძე და ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლე ლიზი კუჭავა.
თამარ ფეიქრიშვილი ვერცხლის მედალოსანი გახდა.
კესო ჭელიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ნინო ჩხაიძემ და ლიზი კუჭავამ კი საპატიო სიგელები დაიმსახურეს.
ნაკრების ლიდერები: ივანე გოქაძე და მარიამ ივარდავა.
ოლიმპიადაში მონაწილეობის ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იყო.
2023 წლის ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაში 55 ქვეყნის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.
ეს ოლიმპიადა 2012 წლიდან ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის პრინციპებს ეფუძნება.
2024 წელს ოლიმპიადა საქართველოში გაიმართება.