გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ქართველი სპორტსმენი ფინალურ შეხვედრაში  თურქ ტაჰა აკგულთან დამარცხდა.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში, 39 ქვეყნის ნაკრებს შორის, მხოლოდ აზერბაიჯანს ჩამორჩა.

ევროპის ჩემპიონი – გივი მაჭარაშვილი (97 კგ)

ვერცხლი – გენო პეტრიაშვილი (125 კგ)

ბრინჯაო – შოთა ფარტენაძე (61 კგ)

ბრინჯაო – ედემ ბოლქვაძე (65 კგ)

ბრინჯაო – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ)

ბრინჯაო – მირიან მაისურაძე (92 კგ)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები