ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყო, რომელიც მის დამთვალიერებელს, ლაგოდეხის უნიკალურ ფლორასა და ფაუნას გააცნობს.
საინტერესო ვიზუალური მასალით, დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით ბავშვებს, შესაძლებლობა აქვთ სახალისო გზით შეიმეცნონ სხვადასხვა საინტერესო ფაქტი ცხოველებსა თუ მცენარეების შესახებ.
ბილიკის მოწყობა ხელს შეუწყობს ეკოგანათლების პოპულარიზაციასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
ბილიკი მოეწყო პროექტის „ახალი სიცოცხლე ლაგოდეხის ბილიკებს“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების კომპანიებში (BTC/SCP) და განხორციელდა ქეა კავკასიის მიერ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიების ადმინისტრაციასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით.