ელენე ნავერიანის ფილმის “შაშვი შაშვი მაყვალი” მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ელენე ნავერიანის ფილმის “შაშვი შაშვი მაყვალი” მსოფლიო პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება, პროგრამაში “რეჟისორთა ორკვირეული”. ფილმი თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

“რეჟისორთა ორკვირეული” კანის კინოფესტივალის დამოუკიდებელი სელექციაა, რომელიც 1969 წელს ფრანგ რეჟისორთა გილდიის მიერ დაარსდა.

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კინომოვლენაა მსოფლიოში და ამ ფესტივალზე ქართული ფილმის შერჩევა უდიდესი წარმატებაა ქართული კინემატოგრაფიისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები