ტაშკენტში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა

2023 წლის 13 აპრილს, ქ. ტაშკენტის ფოტოგრაფიის სახლში, საელჩოს ორგანიზებით, უზბეკეთში ქართულ დიასპორასთან ერთად და უზბეკეთის სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით,  დედა ენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უზბეკეთში ქართული დიასპორის წევრების ე. სულაკაძის, რ. ხუბუტიასა და კ. მუმინოვას, ასევე საელჩოს დესპანის ა. ყიფიანის ფერწერული და ფოტო ნამუშევრები. საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ თვალი ედევნებინათ კ. მუმინოვას ქართული ენისადმი მუძღვნილი ნამუშევრის  შესრულების პროცესისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები