სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლეებმა ესტონეთში 5 მედალი მოიპოვეს

სკოლა-პანსიონი კომაროვის მოსწავლეებმა ფიზიკის ბალტიისპირეთის ოლიმპიადაში (Nordic-Baltic Physics Olympiad 2023), რომელიც ესტონეთში, ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში 14, 15 და 16 აპრილს მიმდინარეობდა,  5 მედალი მოიპოვეს.

დაჩი ჭოტაშვილი და ირაკლი უგულავა ოქროს მედალოსნები გახდნენ.

ანდრია მანჯავიძემ, ბიძინა გაგნიძემ და თორნიკე ცაძიკიძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

გუნდის ხელმძღვანელები არიან თემურ კალატოზი,  ნიკოლოზ მალცევი, დავით ნიშნიანიძე.

გუნდს ადგილზე დაეხმარა კომაროვის სკოლის ყოფილი მოსწავლე ნიკოლოზ კალანდარიშვილი, რომელმაც ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააფინანსა.

ბალტიისპირეთის ფიზიკის ოლიმპიადა 1992 წლიდან იმართება და ფიზიკის საერთაშორისო  ოლიმპიადის მნიშვნელოვანი პარტნიორია.

პროექტში რვა ქვეყნის ასამდე მოსწავლე მონაწილეობდა. ოლიმპიადის 7 ოქროს მედალოსნიდან 2 კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები