ლაშა ტალახაძეს ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნის ჯილდო გადაეცა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ლიდერი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის 6-გზის ტრიუმფატორი ლაშა ტალახაძე ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ჯილდოს მფლობელი გახდა – ქართველი მძიმეწონოსანი ევროპის 2022 წლის საუკეთესო ძალოსნად აღიარეს.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ორგზის საუკეთესო ძალოსანმა ჯილდო ერევანში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე ჩაიბარა.

აღსანიშნავია, რომ კონტინენტის საუკეთესო ძალოსნის გამოსავლენი ფორმატი შეიცვალა და გულშემატკივრების ნაცვლად საუკეთესოს სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია  (AIPS) ავლენს.

ასე რომ, გულშემატკივრების შემდეგ, ლაშა ტალახაძე საუკეთესოდ სპორტის საერთაშორისო ჟურნალისტებმაც დაასახელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები