“Team Trophy” თასზე ფიგურულ ციგურაობაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე იმსაჯებს

13 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით იაპონიის დედაქალაქ  ტოკიოში ტარდება სეზონის ბოლო საერთაშორისო ტურნირი “Team Trophy” თასზე  ფიგურულ ციგურაობაში. აღნიშნული ტურნირი იაპონიის ფიგურული ციგურაობის ფედერაციის ინიციატივითა და საერთაშორისო საციგურაო კავშირის მხარდაჭერით უკვე მერვედ იმართება მსოფლიოს  ექვსი ქვეყნის ყველაზე  რეიტინგულ    გუნდს შორის.

“Team Trophy” თასზე წელს მონაწილეობას მიიღებენ გუნდები იაპონიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, კორეიდან და იტალიიდან. მსოფლიო ჩემპიონატის შედეგებმა გავლენა მოახდინეს ჩვენი გუნდის ჯამურ სარეიტინგო ქულაზე და 3187 ქულით, სამწუხაროდ, საქართველო ამ რეიტინგული სიის მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა.

მიუხედავად  იმისა, რომ ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთი პოზიციით ასცდა საუკეთესო ექვსეულს, სასიამოვნოა და საამაყოა ის, რომ ამ ტურნირზე საერთაშორისო საციგურაო კავშირის მიერ მიწვეულ 10 ქვეყნის მსაჯს შორის მამაკაცთა, ქალთა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი სალომე ჩიგოგიძე იმსაჯებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები