თამარ ცინცაძე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას Fordham University – Gabelli School Of Business-ში აგრძელებს
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებული თამარ ცინცაძე სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას ნიუ-იორკში, Fordham University – Gabelli School Of Business-ში აგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, თამარმა 80%-იანი სწავლის დაფინანსება (100 000$) მოიპოვა და ორწლიან პროგრამაზე სწავლას აგვისტოდან დაიწყებს.
თავისუფალი უნივერსიტეტის დასრულების შემდგომ თამარი F&B-სა და სარესტორნო მენეჯმენტით დაინტერესდა და ამჟამად თავად არის ორი ობიექტის დამფუძნებელი და საოპერაციო დირექტორი. სამომავლო განვითარებისა და წინსვლისთვის თამარმა ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება გადაწყვიტა.
აშშ-ში მოძიებული MBA პროგრამებიდან, დადებითი პასუხი 7 ამერიკული უნივერსიტეტიდან მიიღო, საიდანაც თავად არჩევანი Fordham University – Gabelli School Of Business შეაჩერა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ისტორიული უნივერსტეტია ნიუ-იორკში.