მწერალთა სახლში გამოფენა „ლაზარე“ გაიხსნა

მწერალთა სახლში, დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ემირ ბურჯანაძის გამოფენა „ლაზარე“ გაიხსნა და 17 აპრილამდე გასტანს.

გამოფენაზე წარმოდგენილია გრაფიკოსი მხატვრის, ემირ ბურჯანაძის ნამუშევრები, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს ქართულ ხუროთმოძღვრულ ორნამენტებსა და დამწერლობებს იკვლევდა.

“დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს წიგნების ყდის დიზაინებს, სადაც ქართველ ავტორთა სახელები ორნამენტებადაა გარდაქმნილი. ასომთავრული, ნუსხური, მხედრული ასო-ნიშნების გეომეტრიისა და თვალადობის კვლევისას ნაპოვნი ვარიაციებით, ემირ ბურჯანაძე მნახველს ამ ასო-ნიშნების მხატვრული განვითარების ულევ შესაძლებლობებზე აფიქრებს”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები